თეგებით ძიება

"როგორც ჩანს, ეს ომი ჯერ არ დამთავრდება, ის რაღაც უფრო მასშტაბურში გადაიზრდება და საბოლოოდ რუსეთის სრული დანგრევით დასრულდება!" - რას წერს ნიკო მიქაია?

სამოქალაქო აქტივისტი, ნიკო მიქაია, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომს აქტიურად აშუქებს, საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს:

"მოკლედ ძალიან საინტერესო განცხადებები მოდის ევროპიდან! როგორც ჩანს ეს ომი ჯერ არ დამთავრდება, ის რაღაც უფრო მასშტაბურში გადაიზრდება და საბოლოოდ რუსეთის სრული დანგრევით დასრულდება!

დიდი ბრიტანეთის გენ. შტაბის მეთაურის, გენერალ პატრიკ სანდერსის განცხადებით, ბრიტანეთმა აუცილებლად უნდა შექმნას ახლა ის არმია, რომელიც მოკავშირეებთან ერთად რუსეთს საბოლოოდ დაამარცხებს ბრძოლის ველზე! მისი თქმით ჩვენ სწორედ ის თაობა ვართ, რომელმაც ევროპაში დიდი ომი უნდა გაიაროს და საბოლოოდ დაამყაროს წესრიგი ამ კონტინენტზე!

ასევე გუშინ ბორის ჯონსინმა კიევში გააკეთა განცხადება, რომ ევროპა უნდა მოემზადოს რამდენიმე წლიანი კონფლიქტისთვის, უკრაინის ჯარი უნდა გადამზაადოს საბოლოოდ ნატოს სტანდარტებით და ყოველ 120 დღეში ერთხელ 10000 კაციანი ქვედანაყოფები უნდა მომზადდეს!
არც ის დაგავიწყდეთ, რომ რამდენიმე კვირის წინ გერმანიამ 100 მილიარდი ევრო გამოყო ჯარის მოდერნიზებისთვის და საკმაოდ ამბოციური გეგმა გააცხადა, რომ ევროკავშირი ყველაზე ძლიერი შეიარაღებული ძალები სწორედ მას უნდა ჰყავდეს უახლოეს პერიოდში!

მოკლედ ძალიან დიდი პროცესი იწყება აშკარად! ძალიან დიდი! მსოფლიო დაამარცხებს ამ ბოროტებას და უკრაინა იქნება ლოკომოტივი ბრიტანეთთან ერთად ამ ყველაფრის, ნუ ამერიკა თავის თავად!", - წერს ნიკო მიქაია.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა