თეგებით ძიება

"რაც უფრო მეტად ვუღრმავდები ფროიდს, ვაცნობიერებ მის დანაშაულს კაცობრიობის წინაშე" - რაში ადანაშაულებს ფსიქოლოგს დომენიკ მანგო?

სამოქალაქო აქტივისტი, დომენიკ მანგო სოციალურ ქსელში ფსიქოლოგ ზიგმუნდ ფროიდთან დაკავშირებით, საკუთარ მოსაზრებას აქვეყნებს:

"რაც უფრო მეტად ვუღრმავდები ფროიდს, ვაცნობიერებ მის დანაშაულს კაცობრიობის წინაშე. მან საკუთარი თავი მოახვია მილიონობით ადამიანს და მისსავე ჩარჩოში ჩასვა ისინი, იმ ფონზე, როდესაც სამყაროში ერთი იდენტური კენჭიც კი არ გდია. ფროიდმა უგულებელყო სიცოცხლე და ყველა სიცოცხლის ნიშან-წყალი მისეული მანკიერებებით შემოსა. შეეხო ყველაფერს, რაც სიყვარულთან, ემპათიასთან, ემოციებთან, სილამაზესთან, მზრუნველობასთან და უპორობობასთან იყო კავშირში, ყველაფერი ზემოთხსენებული მოაქცია უჯრებში და ის სახელები დააწერა ზედ, როგორც თავად კეტავდა საკუთარ თავში ყველაფერ ამას. დასვარა, დააბინძურა საკუთარი თავით ის ამბიციები და განცდები, რაზეც იქმნებოდა ლიტერატურა, მხატვრობა, მუსიკა და სამყარომაც დეგრადაცია განიცადა ფროიდის მიერ - მისეული სიბინძურის თავს მოხვევით. და კაცობრიობამაც, სადაც უამბიციო ადამიანები ჭარბობენ, რომელთათვისაც რუტინული ერთფეროვნება უფრო მოსახერხებელია, რომელთათვისაც ყველა ზემოთჩამოთვლილი თვისება დიდ ტვირთს და იძულებას წარმოადგენს, აიტაცა ფროიდი და დაამკვიდრა მათ მოსაკლავად, ვისაც ყველაფერი ეს შეუძლია. ფროიდი იარაღია, მკვდრების იარაღი, რომელსაც უკვე ათწლეულებია იყენებენ ცოცხლების გასანადგურებლად და ჩირქის საცხებად.

დაუწერელი კანონია (დაწერილიც არის, თუმცა ის კანონი არაა): ადამიანს არ შეუძლია მისი თავიდან გამოსვლა - ყველაფერი რასაც ის ქმნის, მხოლოდ მისი პიროვნების გადმოცემაა. ჩვენ ობიექტური სიმართლე კი არ მოგვწონს მისგან, არამედ მისი პიროვნება, რომელიც გაჯერებულია იმ ვნებებით, რომელიც ერთმანეთის დასაკნინებლად, შესაზღუდად და სიცოცლის ამოსაძირკვად საუკეთესო ხელსაწყოა", - წერს დომენიკ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა