თეგებით ძიება

"ადამიანებს საფლავი გაათხრევინეს, ტყვია დაახალეს და შიგ ჩააგდეს ისე, რომ მიწაც არ მიაყარეს... ომი საშინელებაა თან, როცა უბრალოდ საზარბაზნე ხორცი ხარ" - აფხაზეთიდან დევნილის ემოციური მიმართვა

აფხაზეთიდან დევნილი, ნინო გამახარია ომის დღეებს იხსენებს და იმ სისასტიკეებზე წერს, რაც ომმა მოიტანა:

"მე ვარ აფხაზეთიდან დევნილი..სულ რაღაც 17 წლის ვიყავი მაშინ..
ომის სიმწარე მე ხილულად გამოვიარე.(..მე ვერ მივიღებ ტრაფარეტულ ლანძღვას იმ ადამიანებისგან, ვინც აფხაზეთის ომის დროს დაბადებულიც არ იყო ან ჩვილი იყო და მასზე მშობლები ზრუნავდნენ..).

რუსეთი "გვერდით დაუდგა"აფხაზებს ..და დაიწყო ის, რისიც ყველას ეშინოდა, სახელად ო მ ი. და ჩვენ ბავშვები, მოზარდები, შიშით გავცქეროდით გზას, ყველა მოსულ ადამიანს..ტყვიების ზუზუნი, ტანკების გრუხუნი იყო ჩვენი ბანკეტის "მუსიკა".. ჩვენ არ გვქონია ფერადი მოზარდობა, ბავშვებს ბავშვობა...
მოხუცები, რომლებმაც ვერ დატოვეს სახლ-კარი, (ან ვისთან უნდა მისულიყვნენ დაუძლურებულნი???) ისინი უმოწყალოდ სახლში ჩაწვეს, ადამიანებს საფლავი გაათხრევინეს, ტყვია დაახალეს და შიგ ჩააგდეს ისე, რომ მიწაც არ მიაყარეს... მოხუცებს, რომლებსაც შვილიშვილებისთვის ლუკმა პური გამოჰქონდათ მალულად ბაბუა ადგილზე დახვრიტეს ბებიას თვალწინ..ესაა ომიი.. ახლობელი, რომლესაც შეეშინდა ეზოში შემოსული აფხაზების და რუსების, ხეს ამოეფარა, ადგილზე დახვრიტეს..სახლები გადაწვეს, ადამიანები გაიტაცეს და უგზო-უკვლოდ დაიკარგნენ...

ეს და კიდევ ბევრი საშინელება გამოვიარეთ ჩვენ შეხიზნულებმა, სამადლოდ შეკედლებულებმა... მადლობა იმ ნათესავებს, ვინც გვერდში დაგვიდგა და გადაგვატანინა ის საშინელი პერიოდი...პერიოდი როცა, ქალაქში პური არ იშოვებოდა , არ იყ ო წყალი და შუქი...ეესაა ომი და მისი შედეგები...მე ვერ მივიღებ მაღალფარდოვანი სიტყვებით ლანძღვას იმ ადამიანებისგან, ვინც მაშინ დაბადებულიც არ იყო ან მაშინ დაიბადა...გასაკვირი ის კი არ არი, ომგამოვლილს ომი არ გინდოდეს, გასაკვირი ისაა, ბევრს დაავიწყდა ხალხი, რომლებიც კოდორის ხეობიდან თოვლში და ყინვაში გათოშილები დღეების განმავლობაში მოდიოდნენ და გზაში ვინ ხვდებოდა ??აფხაზი? ??რუსი??არცერთი და არც მეორე ....უბრალოდ ხარბი, ბოროტი ქართველი...ესაა ომი და მისი შედეგი...სიტყვები უბრალოდ -ომი მინდა - ან არ მინდა - რას ნიშნავს ვერ გამიგია..ომი პიროვნებების ნება-სურვილზეა თუ სახელმწიფოს, ქვეყანას სჭირდება??

მე არ მინდა უაზრო, გამარჯვების არ მომტანი ომი...მე ვიცი ომის სიმწარე, მე, საკუთარ თავზე გამოვცადე ხილულად ყველაფერი...მე არ მინდა ჩემი შვილებიც მიეკედლონ სხვას, არ მინდა ელოდებოდნენ ვინ როდის გაიმეტებს ლუკმას..ომი საშინელებაა თან, როცა იცი "თავები" კომფორტულად, უსაფრთხოდ არიან მოკალათებულნი შენ კი უბრალოდ საზარბაზნე ხორცი ხარ...", - წერს გამახარია.






თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა