თეგებით ძიება

"სახლში ჯდომა ღალატის ტოლფასია... ყველანი აქციაზე 20 ივნისს" - ლამარა აბჟანდაძე

ბლოგერი, ლამარა აბჟანდაძე ხვალ დაგეგმილ აქციას - "შინ ევროპისკენ" ეხმაურება და საზოგადოებას მასში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.

"20 ივნისის აქციამ უნდა გამოაფხიზლოს ხალხი. ის ხალხი, ვინც სახლში დარჩა და იქიდან ადევნებს თვალყურს მოვლენებს. ახლა სახლში ჯდომა ღალატის ტოლფასია. ჩვენ უნდა დავანახოთ მსოფლიოს, რომ ჩვენი ადგილი ევროკავშირშია. გავიხსენოთ ზურაბ ჟვანიას სიტყვები "მე ვარ ქართველი, მაშასადამე მე ვარ ევროპელი". მაშ ასე, ყველანი აქციაზე 20 ივნისს 20 საათზე. მე მივდივარ აქციაზე. შენც წამოდი", - წერს აბჟანდაძე.





თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა