თეგებით ძიება

"ნამდვილად არ მშურს“ - პრემიერი უკრაინა-მოლდოვასთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე

პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის დასკვნას ეხმაურება.


"მე საჯაროდ ვთქვი, რომ ჩვენი ევროპელი კოლეგები მეუბნებოდნენ, რომ უკრაინას აძლევენ სტატუსს იმიტომ, რომ ის არის ომში. ნახეთ, რომ ევროპელი ლიდერები უკვე საჯაროდ ადასტურებენ ფაქტს, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღეს, იმიტომ რომ უკრაინა არის ომში და ჩემთან პირად საუბრებში ასევე უთქვამთ, რომ მოლდოვაც მძიმე მდგომარეობაშია. ასე რომ, ნამდვილად არ მშურს არც უკრაინის, არც მოლდოვის, მინდა მივულოცო ჩვენს უკრაინელ და მოლდოველ მეგობარ ხალხს ეს წარმატება, მინდა ვუსურვო მშვიდობა და ქვეყნის გაერთიანება,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა