თეგებით ძიება

"ადამიანებს საფლავი გაათხრევინეს, ბაბუა ადგილზე დახვრიტეს ბებიას თვალწინ, ესაა ომი“ - რას წერს დევნილი აფხაზეთიდან?

აფხაზეთიდან დევნილი, ნინო გამახარია სოციალურ ქსელში ომის დროს მომხდარ შემზარავ ფაქტებს ისხენებს.

"მე ვარ აფხაზეთიდან დევნილი..სულ რაღაც 17წლის ვიყავი მაშინ..
ომის სიმწარე მე ხილულად გამოვიარე.(..მე ვერ მივიღებ ტრაფარეტულ ლანძღვას იმ ადამიანებისგან ვინც აფხაზეტის ომის დროს დაბადებულიც არ იყო ან ჩვილი იყო და მასზე მშობლები ზრუნავდნენ..).

რუსეთი "გვერდით დაუდგა"აფხაზებს ..და დაიწყო ის რისიც ყველას ეშინოდა,, სახელად ო მ ი. და ჩვენ ბავშვები, მოზარდები ,შიშით გავცქეროდით გზას, ყველა მოსულ ადამიანს..ტყვიების ზუზუნი,ტანკების გრუხუნი იყო ჩვენი ბანკეტის "მუსიკა"..ჩვენ არ გვქონია ფერადი მოზარდობა,ბავშვებ ს ბავშვობა,...
მოხუცები ,რომლებმაც ვერ დატოვეს სახლ_კარი, (ან ვისთან უნდა მისულიყვნენ დაუძლურებულნი???)ისინი უმოწყალოდ სახლში ჩაწვეს, ადამიანებს საფლავი გაათხრევინეს , ტყვია დაახალეს და,შიგ ჩააგდეს ისე ,რომ მიწაც არ მიაყარეს...მოხუცებს,რომლებსაც შვილიშვილებისთვის ლუკმა პური გამოჰქონდათ მალულად ბაბუა ადგილზე დახვრიტეს ბებიას თვალწინ..ესაა ომიი..ახლობელი ,რომლესაც შეესინდა ეზოში შემოსული აფხაზების და რუსების, ხეს ამოეფარა, ადგილზე დახვრიტეს..სახლები გადაწვეს ადამიანები გაიტაცეს და უგზო_უკვლოდ დაიკარგნენ...

ეს და კიდევ ბევრი საშინელება გამოვიარეთ ჩვენ შეხიზნულებმა ,სამადლოდ სეკედლებულებმა... მადლობა იმ ნათესავებს ვინ გვერდში დაგვიდგა და გადაგვატანინა ის საშინელი პერიოდი...პერიოდი როცა,ქალაქში პური არ იშოვებოდა ,არ იყ ო წყალი და შუქი...ეესაა ომი და მისი შედეგები...მე ვერ მივიღებ მაღალფარდოვანი სიტყვებით ლანძღვას იმ ადამიანებისგან ვინც მაშინ დაბადებულიც არ იყო ან მაშინ დაიბადა...გასაკვირი ის კი არ არი ომგამოვლილს ომი არ გინდოდეს ,გადაკვირი ისაა ბევრს დაავიწყდა ხალხი,რომლებიც კოდორის ხეობიდან თოვლში და ყინვაში გათოშილები დღეების განმავლობაში მოდიოდნენ და გზაში ვინ ხვდებოდა ??აფხაზი? ??რუსი??არცერთი და არც მეორე ....უბრალოდ ხარბი ,ბოროტი ქართველი...ესაა ომი და მისი შედეგი...სიტყვები უბრალოდ __ომი მინდა_ ან არ მინდა__ რას ნიშნავს ვერ გამიგია..ომი პიროვნებების ნება _სურვილზეა თუ სახელმწიფოს ,ქვეყანას სჭირდება??

მე არ მინდა უაზრო,გამარჯვების არ მომტანი ომი...მე ვიცი ომის სიმწარე,მე ,საკუთარ თავზე გამოვცადე ხილულად ყველაფერი...მე არ მინდა ჩემი შვილებიც მიეკრდლონ სხვას,არ მინდა ელოდებოდნენ ვინ როდის გაიმეტებს ლუკმას..ომი საშინელებაა თან ,როცა იცი "თავები" კომფორტულად,უსაფრთხოდ არიან მოკალათებულნი შენ კი უბრალოდ საზარბაზნე ხორცი ხარ...", - წერს ნინო გამახარია.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა