თეგებით ძიება

"რას გვილოცავს? მადლობებს რატომ იხდის?" - ელისო კილაძე პრემიერს

ჟურნალისტი, ელისო კილაძე სოციალურ ქსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება.

"პრემიერს სხვა რეკომენდაცია წააკითხეს ?!
რას გვილოცავს?
დეოლიგარქიზაციის მოთხოვნას ?!
მადლობებს რატომ იხდის?", - წერს ჟურნალისტი.





შეგახენებთ, დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა:

"მოგეხსენებათ, რომ გასულ კვირას 17 ივნისს ევროკომისიამ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, პირველად გაჩნდა ისტორიული ჩანაწერი, რომ ევროკავშირი და ევროკომისია, ევროპულ საბჭოს აძლევს რეკომენდაციას, რომ საქართველოს მიენიჭოს პერსპექტივით, იმისთვის, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა. როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა, ქალბატონმა ურსულამ განაცხადა, ევროპამ კარი გაუღო საქართველოს. ეს ნამდვილად არის ისტორიული გადაწყვეტილება, ასე რომ ვულოცავ თითოეულ ქართველს ამ ისტორიული გადაწყვეტილების მიღებას".



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა