თეგებით ძიება

რას კარგავს საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმით

ამ ეტაპზე ევროკომისიამ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა. რას კარგავს ქვეყანა სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმით? - როგორც საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი ნიკა ჩიტაძე „პრაიმტაიმთან“ აცხადებს, საქართველოს ევროკავშირის სტრუქტურებთან დაახლოება, პირველ ყოვლისა, ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს. მისივე თქმით, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება ნიშნავს, რომ საქართველო დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაზე იქნება პასუხისმგებელი.

„საქართველოს ევროკავშირის სტრუქტურებთან დაახლოება ხელს შეუწყობს საქართველოს სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას. თუ ქვეყანამ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი აიღო, გაუმჯობესდება საქართველოს, როგორც კანდიდატი ქვეყნის საინვესტიციო კლიმატი. საქართველოსა და ევროკავშირის შორის სავაჭრო ურთიერთობები კიდევ უფრო გაუმჯობესდება.

მნიშვნელოვანი იქნება თავდავცვისა და უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით გადადგმული ნაბიჯები. შესაძლებელია, რომ საქართველო ევროკავშირის შესაბამის თავდაცვისა და უსაფრთხოების სტრუქტურებს შეუერთდეს.

გარდა ამისა, ევროკავშირის სტრუქტურებთან დაახლოება ნიშნავს, რომ საქართველო პასუხისმგებელი იქნება დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაზე, რაც მოიცავს სიტყვის თავისუფლებას, პრესის თავისუფლებას, განსხვავებული აზრის პატივისცემას, პოლიტიკურ პლურალიზმსა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას - საერთო მიზანი უნდა იყოს კანონის უზენაესობის მიღწევა“,- განაცხადა ჩიტაძემ.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ევროკომისიამ უკრაინასთან და მოლდოვასთან დაკავშირებით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე რეკომენდაცია გასცა, ხოლო საქართველოს უარი ეთქვა. საკითხზე ევროკავშირის საბოლოო გადაწყვეტილება 24 ივნისს გამოცხადდება.


წყარო


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა