თეგებით ძიება

თბილისის ცენტრში რუსეთის დაფინანსებით საზაფხულო სკოლა გაიხსნა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით თბილისში საზაფხულო სკოლა გაიხსნა, სადაც ახალგაზრდებს ისტორიის რუსულ ვერსიას უყვებიან და პუტინის პოლიტიკის პროპაგანდას ეწევიან.

პრესრელიზში, რომელიც შეხვედრის მონაწლეებს დაურიგეს, აღნიშნულია, რომ საუბარი 2 ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობის გაუმჯობესებას შეეხება, ასევე კავშირებსა და პერსპექტივებს საქართველოსა და რუსეთს შორის, თუმცა, საპირისპიროს ამტკიცებს სააგენტო ,,სოვას" ჟურნალისტი, რომელიც აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდა.

საიდუმლო შეკრება სასტუმრო ,,იბის"-ში, გამოცემა ,,სოვას" ჟურნალისტებმა აღმოაჩინეს. ვინ არის ორგანიზატორი და ვინ გასცა თბილისში ასეთი შეკრების ჩატარების ნებართვა, ამ კითხვების დასასმელად მისულ ,,პირველების" ჟურნალისტს საპატრულო პოლიცია გამოუძახეს.

შენ ხარ უზრდელი ბიჭი, გადი აქედან - მიმართა ,,პირველების" გადამღებ გუნდს შეხვედრის ორგანიზატორებმა.

საბოლოოდ, შეხვედრა ჩაიშალა, მისი მონაწილეები იძულებული გახდნენ, სასტუმროს ტერიტორია დაეტოვებინათ.


წყარო


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა