თეგებით ძიება

"მოვუწოდებ ყველას, არ შემოიფარგლოთ დღევანდელი აქციით... უნდა შეიქმნას ტექნიკური მთავრობა" - სააკშვილი მიმართვას ავრცელებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც პატიმრობაშია, დღეს რუსთაველზე დაგეგმილ აქციას ეხმაურება და წერს, რომ საქართველოში ტექნიკური მთავრობა უნდა შეიქმნას:

"მოვუწოდებ ყველა ჩემს თანამებრძოლს და "ნაციონალური მოძრაობის" მომხრეს, ისევე როგორც ყველა პატრიოტს, არ შემოიფარგლოს დღევანდელი აქციით. ყველა, ვინც მოგვიწოდებს დაველოდოთ რაიმე წყალობას, ვინმეს იძულებას, პრაქტიკულად გვთხოვს მორიგ ჯერზე მოვიტყუოთ თავი.

ჩვენი ევროპული მომავლის ბედი ჩვენს ხელშია. ევროპამ მოგვცა დრო წლის ბოლომდე. იმისთვის, რომ მოხდეს დეოლიგარქიზაცია, ოლიგარქს მთავრობის სახით, მთავარი ინსტრუმენტი უნდა გამოეცალოს. უნდა შეიქმნას ტექნიკური მთავრობა, რომელიც ქართველი ერის ნების გამომხატველ არჩევნებს ევროკავშირის კონტროლის ქვეშ ჩაატარებს", - წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

დღეს, მოძრაობა "სირცხვილიას" ორგანიზებით აქცია "წინ ევროპისკენ, შინ ევროპისკენ" გაიმართება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა