თეგებით ძიება

"ჩემთვის პრინციპულად უმნიშვნელოა ვინ იდგება დღეს ჩემ გვერდით აქციაზე" - დათო გორგილაძე

მწერალი, დათო გორგილაძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს.

"ჩემთვის პრინციპულად უმნიშვნელოა ვინ იდგება დღეს ჩემ გვერდით აქციაზე - თუ მიზანია დიდია, და დღეს სწორედ ასეთი მიზანი გვიდევს, მზად ვარ იმათთან ერთადაც ვიბრძოლო მხარდამხარ, ვისაც არათუ არ ვეთანხმები, ვეწინააღმდეგები კიდეც.
ბედის ირონიაა, რომ პირველი რესპუბლიკის კონსტიტუციის მქონე ერს დღეს ამის მტკიცება გვიწევს. იმ უძრავ 70 წელიწადს რა ვუთხარი... სადაც სამტკიცებელია, უნდა ამტკიცო.
„ვეფხისტყაოსნით", თამარით, ღვინის კულტურით, ილიას პუბლიცისტიკით, 1918 წლის მრავალპარტიული და ორსქესიანი პარლამენტით (კიდევ ბევრი რამით) უნდა ვიამაყოთ, მაგრამ ვერავის დავაყვედრით ამას, თუ დღეს არ ვატარებთ იმავე ფასეულობებსა და ღირებულებებს.
თუ ვინც ამას უნდა აკეთებდეს, არ აკეთებს, ჩვენ ვქნათ, სხვა რა გზაა", - წერს გორგილაძე.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა