თეგებით ძიება

"20 ივნისი გახდება ახალი სახალხო მოძრაობის დაბადების თარიღი და დავამარცხებთ ივანიშვილს" - "სირცხვილია"

მოძრაობა "სირცხვილია" , რომლის ორგანიზებით თბილისში, რუსთაველის გამზირზე საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მხარდამჭერი მრავალათასიანი აქცია მიმდინარეობს, სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს:

"დღეს ჩვენ ისტორიის სწორ მხარეს ვდგავართ. 2022 წლის 20 ივნისს, მთელ საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ, საქართველოს თითოეული მოქალაქე ერთიანდება იმისთვის, რათა დავიცვათ ჩვენი ევროპული არჩევანი.

20 ივნისი გახდება ახალი სახალხო მოძრაობის დაბადების თარიღი და სამოქალაქო ერთობით ამ ბრძოლას მივივყანთ გამარჯვებამდე - დავამარცხებთ ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის მმართველობას და დავბრუნდებით შინ, ევროპაში! ", - ნათქვამია მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა