თეგებით ძიება

"ძალიან ნატანჯი და მოწყენილია, ეტყობა ურტყამდნენ..." - მამაკაცი თავშესაფრიდან წაყვანილი ძაღლისთვის სახელს არჩევს

სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი, ირაკლი გულია ძაღლის შესახებ წერს, რომელიც თავშესაფრიდან აიყვანა:

"6 წლის იყო როცა პატრონმა მიატოვა და თავშესაფარში გადასცა. შემდგომ იქ აკიდეს ჭირი, ერთმა გოგომ წამოიყვანა ნემსები უკეთა ერთი თვე, კიდევ 2 თვე დარჩა ანტიბიოტიკები უნდა მივცე. შემდგომ ისევ თავშესაფარში აღმოჩნდა და საშინელ პირობებში იყო. ბევრი შრამები აქვს, ჩაწითკებული ადგილები, ძალიან ნატანჯი და მოწყენილია, ეტყობა ურტყავდნენ და ცუდათ ექცეოდნენ. ბოლოს ემუქრებოდა დაძინება და გადავარჩინეთ. დაახლოებით 30 წუთის წინ ვიშვილეთ დავბანე მაგრამ მაინც დარჩა სუნიც და ბოლომდე სუფთად არ გამოიყურება. იმედია გავაბედნიერებთ ამ ძაღლს. ოჯახის ახალი წევრი. სახელიც არ აქვს და მირჩიეთ რა დავარქვა?", - წერს გულია.






თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა