თეგებით ძიება

"ჩემი მორალი ასე მუშაობს, მე მივიყვან უფსკრულამდე, მერე კი თავად გადაწყვიტოს - მე ჩამივარდეს მუხლებში, თუ უფსკრულმა შთანთქოს" - ლალი მოროშკინა

პიარსპეციალისტი, ლალი მოროშკინა მის ხასიათსა და შურისძიების მისეულ ვარიანტზე სოციალურ ქსელში წერს:

"ბავშვობაში რაღაცას თუ გავაფუჭებდი და მიმითითებდნენ, მერე ვცდილობდი ორჯერ მეტი გამეფუჭებინა, ამით იფარებოდა პირველი გაფუჭებული და ამ პირველ გაფუჭებულზე ემოცია დაცლილი მიმთითებლებიც, ჯეროვნად ვეღარ მეკამათებოდა.

თუ მაინც იყო მცდელობა, საჩვენებელი თითის გაშვერის, მერე უკვე თითის მეპატრონე ნაწილიბრივ თაბაშირში იღვიძებდა.
რომ გავიზარდე, უფრო გავამკაცრე მიდგომა.
თაბაშირი-რკინამ შეცვალა....
ცხოვრებამ კი დათმენა მასწავლა.
ახლა არავის არ ვერჩი ხილულად, სამაგიეროდ ვიმახსოვრებ, გონებაში ვსქრინავ და მერე ხან სად დაეწევათ ჩემი მძიმე ხელი და გონება, ხან სად.თანაც ისე, რომ ცხოვრების ბოლომდე ვერ მიხვდებიან, რომ ხილული კრახის უკან მე ვდგავარ....ასეთი "ნაზი და სათუთი".
რაც მთავარია აწ უკვე ისე მახალისებს ვენდეტას აქტები, რომ პრაქტიკულად სასიცოცხლო ძალებიც ნადავლის ოხვრა-კვნესაზე ღვივდება.
ააა...მორალი?
ამორალურთან მორალი, ორჯერ ამორალურია, ვენდეტა კი ის კერძია, რომელიც ჯერ უნდა გააციო....
ჩემი მორალი ასე მუშაობს, მე მივიყვან უფსკრულამდე, მერე კი თავად გადაწყვიტოს მე ჩამივარდეს მუხლებში, თუ უფსკრულმა შთანთქოს.(ხანდახან მეორე უფრო ჰუმანურია)
ხო, რატომ ვწერ ამდენს
რატომ იმართლებთ თავს, რატომ????
გააკეთე-ნუ იმართლებ თავს!
გააფუჭე?-კიდევ უფრო გაზარდე გაფუჭების ულუფა, რომ პირველი
ბაირამობად მოეჩვენოთ!
ეს ბოლო შეგონებაა.
მშვიდობა და ტოლერანტობა თქვენდა....", - წერს ლალი მოროშკინა ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა