თეგებით ძიება

"დღეს კიდევ ერთხელ გამეყინა სხეული… ჩემთვის სულ ის პატარა ბიჭი დარჩები" - ნატო გელაშვილი ლევან კბილაშვილის გარდაცვალებაზე

მომღერალი და კომპოზიტორი, ნატო გელაშვილი მომღერალ ლევან კბილაშვილის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"დღეს კიდევ ერთხელ გამეყინა სხეული…თვალწინ ჩამიარა ბევრმა ლამაზმა წელმა, რომელიც მე და პატარა ლევან კბილაშვილმა ერთად გავიარეთ…გამახსენდა როგორი გულმოდგინებით სწავლობდა დაკვრას, როგორ მიყურებდა თვალებში და როგორ საოცრად სწაფად ითვისებდა ყველაფერს… როცა ეს სიმღერა ჩავწერეთ ლევანი დაახლოებით 12 13 წლის იქნებოდა.. ეს მისი პირველი დიდი ნაბიჯი იყო …როცა წამოიზარდა მთხოვა თავიდან ჩაგვეწე თუმცა მე ვეღარ შევძელი..ჩემი დაზიანებული ყელის გამო და ვუთხარი მას ემღერა მარტო, თუმცა აღარ უმღერია და ასე დარჩა ჩემი და ლევანოს ტკბილ მოგონებად.

ნათელი შენ უვაჟკაცეს სულს ჩემო ლევან…ჩემთვის სულ ის პატარა ბიჭი დარჩები პირველად რომ შემოაღე ჩემი კარი. მშვიდობით ჩემო პატარა მეგობარო", - წერს ნატო გელაშვილი.

ლევან კბილაშვილი მოულოდნელად გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

"დღეს კიდევ ერთხელ გამეყინა სხეული… ჩემთვის სულ ის პატარა ბიჭი დარჩები" - ნატო გელაშვილი ლევან კბილაშვილის გარდაცვალებაზე




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა