თეგებით ძიება

"ჰაერში გადაიხდი თვეში მინიმუმ 1200 დოლარს... დავრჩი მოტყუებული, გადაღლილი, დასტრესილი და გაუბედურებული. მადლობა არქის" - რას წერს "არქის" შეთავაზებით უკმაყოფილი მომხმარებელი

სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი, ფეფე ცინცაძე "სასოწარკვეთილი მომხმარებლების ჯგუფში" "არქიზე" წერს:

"წინამდებარე პოსტი ეძღვება სამშენებლო კომპანია- არქი - Archi -ს:
მოკლედ, არქის სასწაულოქმედი აქცია აქვს, მხოლოდ ერთი დღეო! შიგ, ზედ, ვით, თან, მოკლედ, ქართულ გრამატიკაში ყველა არსებული თანდებულის გამოყენებით კიკვიძის ბაღ...( დასრულება ამოირჩიეთ ზემოთ ხსენებული თანდებულებიდან). პროექტი 2025-ში ბარდება, სამწლიანი უპროცენტო განვადება! მერე ბანკი, თუმცა, რაღა თქმა უნდა, განსაკუთრებული პირობებით. მანამდე გადავქექე მთელი ოჯახობითა და ნათესაობით შეთავაზებები, ფასები, ვესაუბრე არქის გაყიდვების მენეჯერს, რომელმაც წინასწარ, ფასდაკლების გარეშე, ზღაპრულ თანხად დამითვალა ყველაფერი... ხოდა, მეც დავები/დავგოიმდი, რა ვიცი, ყველა შესატყვისს ვიმსახურებ რასაც გონებაში გაივლებთ.

სანუკვარ შაბათ დღეს, გემრიელად გამოძინების მაგივრად, დავერჭე ფილარმონიასთან. ვიდექი ისეთ რიგში, ეიფელის კოშკს რომ არ ღირსებია გაგანია სეზონზე, კი მაჭამეს 60 თეთრიანი თოლიას სტაქანჩიკი, რიგში დგომის 2 საათის თავზე, ცოდვას ვერ ვიტყვი. გარე რიგის შემდეგ, შიდა რიგი იწყებოდა: შეგვყარე თითქმის ნახევარი საქართველო ამ ფილარმონიაში, კონდიცირება ყველგან ჩართულიაო გვინმტკიცებდნენ თუმცა, სადაც პერსონალი იდგა მხოლოდ იქ ჩავლისას ვგრძნობდით. სავარაოდოდ, ბევრი გამჭრიახი ადამიანი, სწორედ ამიტომ, სპეციალურად უსმევდა ბევრ უაზრო შეკითხვას თანამშრომლებს...ნეტა მეც მომეფიქრებინა...

ზოგმა ვერ გაუძლო უაჰაერობას, ზოგს გული წაუვიდა, ზოგს წნევა დაუვარდა, ზოგსაც - შაქარი... ამასობაში, დარიგებული ბუკლეტებიდან ვხედავთ, რომ ბინა რეალურად კიკვიძის ბაღთან კი არა - აკვაპარკთანაა (სრულიად გავერანებულ ადგილზე, სადაც ირგვლივ მხოლოდ ვულკანიზაციებია).

და აი, ბოლოს და ბოლოს, როდესაც მოვიდა ჩვენი არქის გაყიდვების მენეჯერთან შეხვედრის დრო და ავაღწიეთ ზღაპრულ მეორე სართულამდე გვხვდება შემდეგი სურათი: სასტიკი ხმაური, მგონი უარესი ვიდრე იმ დიდძალ საზოგადოებაში, მენეჯერი გვეუბნება კვადრატულს, რომელის რეალური ადგილმდებარეობა უკვე გაგიმხილეთ და რომელიც ჯერ ჰაერია, სამი წლის შემდეგ მოგყიდით კვადრატულს 800 $-ო... წინა დღით, ფასდაკლებულზე ბევრად იაფი გვიანგარიშეს... ამასთანავე, შიდა უპროცენტო განვადება არის მხოლოს იმ შემთხვევაში, თუ ამ სამ წელიწადში დაფარავ სრულად, ანუ ჰაერში გადაიხდი თვეში მინიმუმ 1200 დოლარს. თუ ვერა, არც ეგაა პრობლება, შიდა პროცენტიან განვადებას გაგიკეთებენ, რომლის თანახმადაც, ამ სამ წელიწადში დაიფარება შენი გადასახადის 20%. რამდენი გამოდის თვეშითქო ვიკითხე და 477$-იო... ისეთი გაბრაზებული ვარ, ანგარიშს ვიწყებ და ვისაც არ აინტერესებს ჩემი მუსხელიშვური მათემატიკა, "ფრჩილებს" გაექეცით (ესეიგი 477×36(ანუ სამ წელზე)=17.172$ , როცა არჩეული კვადრატულის 20% რეალურად 9.200$ გამოდის. ანუ დანარჩენი თითქმუს 8000$ შიდა პროცენტში?) ანუ შიდა განვადებაც ბანკზე უარესია?!

ამავდროულად, კარგად დატრენინგებული მენეჯერი, სწაფად გელაპარაკება და პირდაპირ გეუბნება/"გირჩევს" სწრაფად მიიღო გადაწყვეტილება, რადგან ვინც მანამდე მოვიდა, ყველამ შეიძინა ბინა და რამდენიმე წამში, შეიძლება სულაც აღარ დარჩესო...

დავრჩი მოტყუებული, გადაღლილი, დასტრესილი და გაუბედურებული. მადლობა არქს , ამაში ბადალი არ გყავთ!", - წერს ცინცაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა