თეგებით ძიება

"ჩემი ქვეყნის ევროპულობა იქ დაიწყო, როცა შუშანიკმა საკუთარი უფლებების დაცვა საჯაროდ გადაწყვიტა" - გოდერძი შარაშია

ჟურნალისტი, გოდერძი შარაშია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

"ჩემი ქვეყნის ევროპულობა იქ დაიწყო, როცა შუშანიკმა საკუთარი უფლებების დაცვა საჯაროდ გადაწყვიტა
მაშინაც, როცა ნინომ მირიანი გააქრისტიანა
ევროპელები ვიყავით მაშინაც, როცა თამარმა იური რუსზე უარი თქვა
ევროპელები ვიყავით, როცა ერეკლემ იულონი ევროპელ კათოლიკე ბერებს ააცრევინა
ევროპელები ვიყავით მაშინაც, როცა გელათის და იყალთოს აკადემიები არსებობდა
ევროპელები ვიყავით მაშინ, როცა ფრანგ, იტალიელ, გერმანელ და სხვა მისიონერებს ვმასპინძლობდით ევროპაზე მეტია
ვეფხისტყაოსანი
ევროპელები ვიყავით მაშინაც, როცა ეკატერინე ჭავჭავაძე და თავადი დადიანები საფრანგეთის იმპერატორის წვეულებებს ესწრებოდნენ
ევროპისკენ ცხრა თვე იარა სულხან-საბა ორბელიანმა
ევროპელები ვიყავით როცა მარჯორი უორდროპმა ქართული ისწავლა და ვეფხისტყაოსანი ინგლისურად თარგმნა
ევროპელები ვიყავით, როდესაც მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი ბერტა ფონ ზუტნერი სამეგრელოში ცხოვრობდა
ევროპელები ვიყავით მაშინაც, როცა სიმენსები საქართველოში მოღვაწეობდნენ და მაშინაც, როცა პირველი დამოუკიდებლობის დროს ევროპული ქვეყნების მხარდაჭერა მივიღეთ
ევროპული იყო საქართველო, როცა მსოფლიოში პირველად ქართველ ქალს მიეცა არჩევნებში ხმის მიცემის უფლება
ევროპელები ვიყავით, როცა მსოფლიოში პირველი მუსლიმი ქალი თანამდებობაზე აქ აირჩიეს
დიახ ეს ჩემი ქვეყნის ევროპული ისტორიაა და მე ევროპელი ვარ", - წერს შარაშია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა