თეგებით ძიება

"თუ კი სახელმწიფო აფინანსებს ოპერაციას, რატომ სთხოვენ პენსიონერ პედაგოგს ზემოდან 5 ათას ლარს?" - გოდერძი შარაშია

ჟურნალისტი, გოდერძი შარაშია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

"გუშინ მთელი დღე ერთ დიდ კლინიკაში გავატარე.
ცირას დედას გადატანილი მძიმე ამბების შემდეგ გულზე პრობლემა შეექმნა და საოპერაციოა.
ჯერ ერთი ექიმი, მერე მეორე, მერე მესამე, მერე ექოსკოპია, მერე ჯერ ეს კვლევა მერე ის და ასე. ბოლოს ყველაფერი იურისტთან დასრულდა.
მოკლედ სახელმწიფო დაზღვევა აფინანსებს ოპერაციის თანხას 8500 ლარს, მაგრამ ცალკე დიდი თანხაა გადასახდელი ექიმისთვის, რომელიც ოპერაციას აკეთებს.
ყურადღება შეკითხვა:
მაინტერესებს თუ კი სახელმწიფო აფინანსებს ოპერაციას, რატომ სთხოვენ პენსიონერ პედაგოგს ზემოდან 5 ათას ლარს?", - წერს შარაშია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა