თეგებით ძიება

"რუსეთმა ლიეტუვის საზღვართან რაკეტებით წვრთნა დაიწყო" - რუსეთ-ლიეტუვას შორის ვითარება უკიდურესად იძაბება

სამოქალაქო აქტივისტო, ნიკო მიქაია, რომელიც რუსეთ-უკრაინას შორის ომს აქტიურად აშუქებს, ამჯერად რუსეთ-ლიეტუვას შორის არსებულ გამწვავებულ ვითარებაზე აქვეყნებს სოციალურ ქსელში ინფორმაციას:

"ამასობაში ძალიან იძაბება ლიეტუვა-რუსეთს შორის ამბები!
1. რამდენიმე დღის წინ როგორც იცით ლიეტუვამ გადაკეტა სატრანზიტო-სარკინიგზო გზა კალინინგრადისკენ სანქცირებული ტვირთებისთვის! რასაც მოყვა რუსეთის მუქარა და თავად პატრუშევიც კი დაემუქრა! საპასუხოდ ლიეტუვამ სახმელეთო გზებიც გადაკეტა სანქცირებული ტვირთებისთვის!
2. პატრუშევის შემდეგ, დღეს ზახაროვამ ოფიციალურად გაახმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიცია და თქვა, რომ რუსეთის საპასუხო ნაბიჯები იქნება ძალიან მძიმე და არადიპლომატიური!
3. გუშინ ამერიკამ ოფიციალურად გააკეთა განცხადება, რომ თუკი რუსეთი გაბედავს რამეს, ამერიკა და Nato დაიცავენ ლიეტუვას!
4. დღეს რია ნოვოსტიმ დაწერა, რომ რუსეთმა ოფიციალურად დაიწყო წვრთნა ლიეტუვის საზღვართან რაკეტებით!
5. ლიეტუვა არის Nato-ს წევრი!
წილი ნაყარია! ეს არის Nato-ს ოფიციალური განაცხადი, რომ რუსეთის მუქარების არავის ეშინია!", - წერს ნიკო მიქაია სოციალურ ქსელში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა