თეგებით ძიება

რუსეთში, "უცხოური აგენტების“ რეესტრში შეყვანილ პირებს არჩევნებში მონაწილეობა ეკრძალებათ

რუ­სე­თის დუ­მამ კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბე­ბი მი­ი­ღო, რომ­ლი­თაც "უცხო­ელ აგენ­ტე­ბად“ გა­მო­ცხა­დე­ბულ პი­რებს არ­ჩევ­ნებ­ში კან­დი­და­ტად მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ეკ­რძა­ლე­ბათ

რუ­სე­თის დუ­მამ "სა­არ­ჩევ­ნო უფ­ლე­ბე­ბის ძი­რი­თა­დი გა­რან­ტი­ე­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ი­ტა­ნა, რო­მე­ლიც უცხო­ელ აგენ­ტე­ბად გა­მო­ცხა­დე­ბულ პი­რებს არ­ჩევ­ნებ­ში კან­დი­და­ტად მო­ნა­წი­ლე­ო­ბას უკ­რძა­ლავს, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას რუ­სუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო TASS-ი ავ­რცე­ლებს.

რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის სა­ხელ­მწი­ფო დუ­მამ პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე კა­ნონ­ში "სა­არ­ჩევ­ნო უფ­ლე­ბე­ბის ძი­რი­თა­დი გა­რან­ტი­ე­ბის შე­სა­ხებ“ ცვლი­ლე­ბე­ბი მე­ო­რე და მე­სა­მე მოს­მე­ნით და­ამ­ტკი­ცა. კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით, უცხო­ე­ლი აგენ­ტის სტა­ტუ­სის მქო­ნე პი­რებს კან­დი­და­ტად და­რე­გის­ტრი­რე­ბა არ­ჩევ­ნე­ბის ყვე­ლა დო­ნე­ზე ეკ­რძა­ლე­ბათ.

ცვლი­ლე­ბე­ბის მი­ხედ­ვით, "უცხო­უ­რი აგენ­ტე­ბის“ რე­ესტრში შეყ­ვა­ნი­ლი პი­რე­ბი, ასე­ვე ექ­სტრე­მის­ტუ­ლი ან ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ჩარ­თუ­ლი პი­რე­ბი კან­დი­და­ტე­ბი ან არ­ჩევ­ნე­ბის დამ­კვირ­ვებ­ლე­ბი ვერ იქ­ნე­ბი­ან.

კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბე­ბის შე­ტა­ნას მხა­რი 450-დან 409 დე­პუ­ტატ­მა და­უ­ჭი­რა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა