თეგებით ძიება

"დილის შელოცვა მაქვს ამგვარი..." - რას წერს ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

""მე კავკასიელი ვარ!" ამაყად და გაბრექვით რომ აიტაცა ბევრმა იმ ადამიანმაც, ვინც ასე ფარფატა არ მგონია, ქარის დაბერვაზე რომ ფრიალებდეს. იმ მუხანათურ მიზანს, რისთვისაც ეს ლოკაცია შემოგვიგორეს და მოგვინიშნეს ვიწრო სოროსავით, თავი არ გამოყოთ, აქ დაეტიეთო, არც განვიხილავ. უბრალოდ რიტორიკული კითხვა მაქვს ამგვარი - ამჟამად კავკასიის ტერიტორია 4 სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიას მოიცავს: საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი. რუსეთის ფედერაცია კავკასიაში წარმოდგენილია შემდეგი ადმინისტრაციული ერთეულებით: კრასნოდარის მხარე, სტავროპოლის მხარე, რესპუბლიკები — ადიღე, ყარაჩაი-ჩერქეზეთი, ყაბარდო-ბალყარეთი, ჩრდილოეთ ოსეთი-ალანია, ინგუშეთი, ჩეჩნეთი, დაღესტანი. რათქმაუნდა, ყველა ამ ქვეყანასთან ბევრი გვაკავშირებს და კეთილმეზობლობა, მეგობრობა და კარგი დიპლომატია , კულტურული და სავაჭრო კავშირებიც აუცილებელია, მაგრამ გულწრფელად თქვით, მენტალურად რომელს გრძნობთ თქვენს შიგნით მეტად, ვიდრე საფრანგეთს, ესპანეთს, იტალიას და სხვა "ღვინის ქვეყნებს", ან თუნდაც უღვინო ევროპულ ქვეყნებს? რა და რამდენი წაგიკითხავთ ამ ხალხების, ან რომელ გამოფენას დასწრებიხართ, რა სპექტაკლი ან ფილმი გინახავთ? რომელი კავკასიური ქვეყნის კულტურულ ფასეულობას ატარებთ აზროვნების, თქვენი არსის საფუძვლად, როგორც ფენომენოლოგიას. გეორგაფიის გაკვეთილზე რანაირად გამოგრჩათ ზღვა, რომელსაც ევროპულ ქვეყნებთან ვიყოფთ. ერთერთი პირველი ქვეყანა ვართ, ვინც გაქრისტიანდა და ეს სწორედ ანტიკურ კულტურასთან კავშირმა განაპირობა - გეოგრაფიის გაფართოებულმა არეალმა მოიტანა ჯერ კიდევ როდის და ახლა, ამ თვითმფრინავების ეპოქაში რატომ მონიშნეთ ჩვენი ადგილი მთებს შორის, წერტილივით? ან რა შინაგანი პერსპექტივის გრძნობას იჩენთ საკუთარი თავის ამგვარად შემოსაზღვრით? ან შვილების მომავალს როგორ განიხილავთ ამ ვიწრო მიკუთვნებულობით? არ განიხილავთ? ჩვენ გვატყუებთ აბა, გეოგრაფია ვინც არ ვიცით და სიტყვა კავკასია ამაყი მთების ასოციაციას გვიჩენს მხოლოდ? კი, პოეტურია და ობიექტურიც, რომ ჩვენ კავკასიის მთების შვილები-ც ვართ, მაგრამ ეს იგივეა, რომ ვთქვა, სოლოლაკში ვცხოვრობ, ოღონდ რუსთაველის გამზირი თუ მაქვს ახლოს, არც ვიცი და არც მინდა ვიცოდე. დავეტევი სოლოლაკში. დილის შელოცვა მაქვს ამგვარი - თამამად გაიზმორე ერო და დაბრუნდი და მეტი ხიდი აღადგინე ევროპასთან, საკუთარ კულტურულ და მენტალურ საფუძველთან", - წერს ფანჯიკიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა