„რაც ახლა შვედეთის საელჩოსთან მოხდა, თქვენი ბრალია! მხოლოდ თქვენი!“ - ვის მიმართავს სოფო ხორგუანი?
შვედეთის საელჩოსთან ფორმულას გადამღებ ჯგუფსა და IDFI-ის დირექტორს, გიორგი კლდიაშვილს თავს დაესხნენ. მომხდარს იურისტი და პოლიტიკოსი სოფო ხორგუანი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:
საქართველოს პარლამენტი რაც ახლა შვედეთის საელჩოსთან მოხდა, თქვენი ბრალია! მხოლოდ თქვენი! ქოცებო, თქვე მართლა ნაცებო! პასუხს აგებთ ამაზე! - წერს სოფო ხორგუანი.
ცნობისთვის, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც კლდიაშვილი მედიასთან კომენტარს აკეთებდა. უცნობმა პირმა კლდიაშვილს და ფორმულას მძღოლს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
თავდამსხმელი მანქანით იმყოფებოდა და მას ხელში მინის ბოთლი ეჭირა.