რესტორან “ბაბილოსთან” საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
თბილისში, რესტორან “ბაბილოსთან”, სადაც მოსამართლების კორპორატიული წვეულებაა დაგეგმილი, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. რამდენიმე საათია აქციის მონაწილეები რესტორანთან არიან შეკრებილები.
მათ თან აქვთ იმ ადამიანების ფოტოსურათები, რომლებიც გასულ კვირებში აქციების დროს დაზარალდნენ ან სამართალდამცველებმა დააკავეს.
მოსამართლეები რესტორანში იკრიბებიან, რომლებსაც აქციის მონაწილეები შეძახილების ფონზე აცილებენ.