„ამ ვითარებაშიც კი დაუჯერებელია, რომ ეს ხდება..“ - ნინო ლომჯარია
ყოფილი სახალხო დამცველი, არასამთავრობო ორგანიზაცია, „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებელი ნინო ლომჯარია გამოცემა “ბათუმელების” ხელმძღვანელის, მზია ამაღლობელის დაკავებას სოციალურ ქსელში ეხმიანება:
“ნეტგაზეთის” და “ბათუმელების” დამფუძნებლის, Mzia Amaglobeli-ს სს წესით დაკავება და დევნა სისასტიკის, უსამართლიბის და განუკითხაობის გამოხატულებაა. ამ ვითარებაშიც კი დაუჯერებელია, რომ ეს ხდება … - წერს ნინო ლომჯარია.
ცნობისთვის, ბათუმში, აქციაზე დაკავებული გამოცემა “ბათუმელების” ხელმძღვანელის, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.