თეგებით ძიება
12. 01. 2025 მსოფლიო

თურქეთში მამაკაცმა ცოლი და 8 წლის შვილი მოკლა

თურქეთში, ქალაქ ტეკირდაგში, მამაკაცმა ცოლი და 8 წლის ქალიშვილი მოკლა, რის შემდეგაც სიცოცხლის დასრულება თვითმკვლელობით სცადა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

პოლიციამ მძიმე მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი და მისი გარდაცვლილი ცოლ-შვილი მათსავე საცხოვრებელ სახლში იპოვა. მამაკაცმა ოჯახის წევრები ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა.

პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადები შემთხვევის ადგილზე შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდნენ.

მედიის ცნობით, მამაკაცს მიღებული ჭრილობების გამო გული გაუჩერდა, თუმცა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მისი გადარჩენა შეძლო. ამჟამად ის სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა