თეგებით ძიება

20 ივნისი იყო ძალადობრივი აქცია, რომელიც აღკვეთა პოლიციამ - ნათია მეზვრიშვილი სტრსბურგის გადაწყვეტილებაზე

"20 ივნისი ეს იყო ძალადობრივი აქცია, რომელიც აღკვეთა პოლიციამ," - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა და პროკურატურას მოუწოდა, გააგრძელოს გამოძიება, ვინაიდან, მისი თქმით, ყველამ იცის "ვისი პასუხისმგებლობის საკითხია დასაყენებელი."

"ვისი პასუხისმგებლობის საკითხია დასაყენებელი ეს ძალიან კარგად იციან პროკურატურაში და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, ამ საქმეს არ დახურავენ, არ შეწყვეტენ და სტრასბურგის გადაწყვეტილების მითითებას შეასრულებენ. 20 ივნისი ეს იყო ძალადობრივი აქცია, რომელიც აღკვეთა პოლიციამ.

კიდევ ერთხელ, ვაღიარებთ ამ ინდივიდუალურ გადაცდომებს.

დღეს არის მშვიდობიანი აქციები, რომელსაც "ოცნებამ" დაუპირისპირა ძალადობა," - განაცხადა მეზვრიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სტრასბურგის სასამართლომ 20 ივნისს დაზარალებულებისთვის სახელმწიფოს 153 ათას 600 ევროს გადახდა დააკისრა. ევროსასამართლომ მომჩივნების მიმართ ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა, რაც წამების აკრძალვას გულისხმობს. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა