თეგებით ძიება

"ივანიშვილმა "შედი ქალო ბუტკაში" შემოგვთავაზა... შეგვიყვანა კიდეც "ბუტკაში" - ნანა გეგეჭკორი

აშშ-ში მცხოვრები ქართველი ექიმი, ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"მოსმენილიდან და წაკითხულიდან მთავარი გზავნილის გაგება ცალკე უნარია, რასაც ამერიკული განათლება ყველა ეტაპზე განსაკუთრებული აქცენტით ასწავლის. სასკოლო და უმაღლესი განათლებაც მთლიანად ამ პრინციპზეა აგებული, მოისმინო/წაიკითხო, მთავარი აზრი გამოიტანო, გაანალიზო...
საბჭოთა განათლება საზეპიროებით და ლიტერატურული ავტორიტეტების შეხედულებებით ცხოვრებას ასწავლის...
შედეგიც სახეზე გვაქვს...

ქვეყნის მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა ვერ გაიგო ბიძინა ივანიშვილის პირველივე ბრიფინგის მთავარი გზავნილი, თორემ იქვე იყო უცხადესი, რომ "შედი ქალო ბუტკაში" შემოგვთავაზა... შეგვიყვანა კიდეც ბუტკაში.

იმედია დღეს მაინც გავიგებთ ევროკავშირის რეკომენდაციების მთავარ გზავნილს; განვითარების გზაზე მთავარი ბარიერი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი და მის მიერ შექმნილი მახინჯი, ოლიგარქიული სისტემაა. ვერ გახდებით ევროპლი ოჯახის წევრები სანამ ამ სიმახინჯეს გზიდან არ ჩამოიცილებთ.
დანარჩენი პუნქტები გვეუბნებიან, ოლიგარქიული მმართველობის რუსკი კარაბლის გზაზე წარმატებით გასტუმრების შემდეგ, ხალხმა უნდა აიღოთ პააუხისმგებლობა, რომ იქნებით დემოკრატიული, მოწესრიგებული, მოტივირებული, მშრომელი, მონდომებული და მხოლოდ ამის მერე დადგებით იმ ერებთან ერთ სიბრტყეში, ვინც ბევრი იშრომა ჯანმრთელი საზოგადოებების შესაქმნელად.

უცხადესი ინსტრუქციაა... მაინც და მაინც უნდა გვითარგმნონ საზეპიროების ენაზე, რომ გავიგოთ?", - წერს გეგეჭკორი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა