თეგებით ძიება
05. 05. 2024 მსოფლიო

რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკიზე ძებნა გამოაცხადა

რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკიზე ძებნა გამოაცხადა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო გამოცემა „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

რუსული სახელმწიფო გამოცემის ცნობით, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილთა სიაში სისხლის სამართლის კოდექსის ერთ-ერთი მუხლით შეიყვანა, თუმცა კონკრეტულად რომელი მუხლით მითითებული არ არის.

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე უკრაინის პრეზიდენტის ფოტო და მონაცემები გამოაქვეყნეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა