იერუსალიმის აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
იერუსალიმში, აღდგომის ტაძარში, წმინდა ცეცხლიგადმოვიდა. იესო ქრისტეს საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის პატრიარქმა, თეოფილე მესამემ, გამოიტანა.
ეს უდიდესი საიდუმლო ყოველწლიურად დიდ შაბათს, აღდგომის წინა დღეს აღესრულება. მის სანახავად და იესო ქრისტეს საფლავის მოსალოცად იერუსალიმში მრავალი ქვეყნიდან ჩადიან მომლოცველები.
ცნობისთვის, ყოველ აღდგომის დღესასწაულზე წმინდა ცეცხლის ჩამოსატანად იერუსალიმში საქართველოდან სპეციალური დელეგაცია ჩადის, რომელშიც არიან საერო და სასულიერო პირები. აღდგომის ღამეს ცეცხლს თბილისში ჩამოაქვთ და იგი სააღდგომო ლიტურგიის დროს მართლმადიდებლურ ტაძრებში ვრცელდება.