თეგებით ძიება

"არსად, არც ერთ ქვეყანაში არ არის მორწმუნე და ეკლესიური ადამიანი ისე დათრგუნული, როგორც საქართველოში...ეს არ არის სულიერება…" - პეტრე კოლხი

მამა პეტრე კოლხი (კვარაცხელია) სოციალურ ქსელში ქართველ მორწმუნეებსა და ჭეშმარიტ რწმენაზე სოციალურ ქსელში საკუთარ მოსაზრებას აქვეყნებს:

"არსად, არც ერთ ქვეყანაში არ არის მორწმუნე და ეკლესიური ადამიანი ისე დათრგუნული, როგორც საქართველოში.
აქიდან გამომდინარე, რწმენა და რელიგია დამახინჯებულად არის გაგებული და გააზრებული…
რატომ უნდა იყოს ე.წ. მრევლი აუცილებლად დატანჯული სახის და გაუბედურებული გამოხედვის…
ქრისტე სიცოცხლის და სიხარულისთვის გაეკრა ჯვრას და აღდგა მკვდრეთით…
ჩვენთან თუ ვინმეს ლაღს და თავისუფალს დაინახავენ-შემდეგი სიტყვებით ამკობენ-,,რა გეშველება”, ,,რა საცოდავი ხარ”, ,,ილოცე და ცოდვები იგლოვე”, ,,რა გიხარია, შე უბედურო”…
მე ძალიან ხშირად, ალბათ თქვენც შეგხვედრიათ ასეთი ,,მორწმუნეები”…
თუ დაბღვერილი, დაბოღმილი და მრისხანე სახის ხარ, ესე იგი, ღრმად მორწმუნე ყოფილხარ…
თუ იღიმი, გარედან არ იმჩნევ შენ ტკივილს და სხვასაც არ უმძიმებ ცხოვრებას-,,ფეხებზე მკიდია” ხარ და რა გაგეგება სულიერი ცხოვრების…
არა… ეს არ არის სულიერება… ეს არის უდიდესი დეგრადირებული ტვინის და სულის ნაზავი, რომელსაც თუ არ შეებრძოლეთ, წალეკავს ყოველგვარ ნათელს და სუფთას, მაგრამ ძალიან დიდი იმედი მაქვს, ასეთი აზროვნება ძალიან მალე ფერფლად იქცევა…
ღიმილი, სიხარული, ბედნიერება, სიკეთე, პოზიტივი, სუფთა ადამიანებს ახასიათებთ… ვინც ამას ებრძვის, მისი სული ბნელშია და რაც არ უნდა შეიფუთოს რელიგიის სამოსში, კიდევ უფრო მკვეთრად ჩანს მისი უსუსური ზრახვები…
ან შეიცვალონ, ან ნუ ეღობებიან ქრისტეს გზაზე მიმავალ გულწრფელ ადამიანებს…", - წერს პეტრე კოლხი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა