თეგებით ძიება

"საქართველოს კანდიდატის სტატუსი მივეცით და მისი უკან წაღება შეგვიძლია, ვიზალიბერალიზაცია მივეცით და მისი უკან წაღება შეგვიძლია" - გრეგოროვა

საქართველოს კანდიდატის სტატუსი მივეცით და მისი უკან წაღება შეგვიძლია, ვიზალიბერალიზაცია მივეცით და მისი უკან წაღება შეგვიძლია. ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ ევროპარლამენტის საქართველოს შესახებ გამართულ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ამასთან, გრეგოროვას თქმით, ინდივიდუალური სანქციები გადაიდო იმ იმედით, რომ საქართველო არ დაკარგულიყო, „მაგრამ ვკარგავთ".

ევროპარლამენტარმა გამოსვლისას აღნიშნა, რომ ახლა ევროპას შეუძლია, იყოს დროული, რადგან ბევრი მაგალითია, როცა „ძალიან დააგვიანა".

"ჩემს გულში ყოველთვის განსაკუთრებულ ადგილი მქონდა საქართველოსთვის. მისი ევროპული მომავლისთვის დიდი იმედები მქონდა, თუმცა საქართველოს მთავრობას სხვა გეგმები ჰქონდა.

ქმედებებისა და შემოთავაზებული და მიღებული კანონების სერია ადასტურებს, რომ ამჟამინდელ მთავრობას ევროპული მომავლის არანაირი ინტერესი არ გააჩნია. ის თავის პოლიტიკას ცვლის, რათა უფრო მჭიდროდ იყოს რუსეთთან და თავის კანონებს ცვლის, რათა „მილსადენი" იყოს რუსი ოლიგარქებისთვის", - განაცხადა მან და დასძინა, რომ ქართველი ხალხისთვის მხოლოდ იმის თქმა შეუძლია, თუ ვინ აშორებს ქვეყანას ევროპულ გზას. მან ქართველ ხალხს მომავალ კვირებში ძალა უსურვა.

„მე ასევე ევროპული ინსტიტუტების ნაწილი ვარ. ჩვენ უბრალოდ მაყურებლები არ ვართ, ჩვენ ჩართულები ვართ. ჩვენ კანდიდატის სტატუსი მივეცით და მისი უკან წაღება შეგვიძლია. ვიზალიბერალიზაცია მივეცით და მისი უკან წაღება შეგვიძლია. ინდივიდუალური სანქციები გადავდეთ იმ იმედით, რომ საქართველოს მისი ოკუპანტისთვის - რუსეთისთვის - არ დავკარგავდით, მაგრამ ვკარგავთ.

კი, არ შეგვიძლია ბრძოლას ვუძღვებოდეთ, პუტინი და მუდამ ჩამრევი კრემლი არ ვართ, ეს ქართველი ხალხისა და პოლიტიკოსების საქმეა - ბრძოლას გაუძღვნენ. ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია ბრძოლაში მათი დახმარება. შეგვიძლია უფრო რთული გავხადოთ რუსეთისთვის გამარჯვება. რამდენი მაგალითი გვაქვს, როდესაც ევროპამ ძალიან დააგვიანა, შეგვიძლია ერთხელ მაინც დროულები ვიყოთ?", - განაცხადა გრეგოროვამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა