"ჩემი მაგარი მოცეკვავე კაცი... გელოდებოდი ტრადიციულად რეპეტიციაზე" - რას წერენ 11 წლის ლაზარეზე, რომელიც თბილისში, ტრაგიკულად დაიღუპა?
ტრაგედია დატრიალდა თბილისში, ზაქარიაძის ქუჩაზე, სადაც უბედური შემთხვევის შედეგად 11 წლის მოზარდი დაიღუპა.
გავრცელებული ინფორმაციით, როცა ბავშვი ველოსიპედით მოძრაობდა, რა დროსაც დაღმართზე ამოტრიალდა და დაიღუპა. ადგილზე სასწრაფო დახმარება გამოიძახეს, თუმცა მედიკოსებმა მოზარდის გადარჩენა ვერ შეძლეს.
"ეს რა ხდება ღმერთო,სიზმარში ვარ რა ხდება, რატომ ლაზარე რატომ გაამწარე შენი დედიკო და მამიკო ყველა გაგვამწარე, ვაიმე, ღმერთო, როგორ მტკივა,რა საშინელი დღე გაგვითენე ღმერთო", - წერს გარდაცვლილი ბავშვის ახლობელი სოციალურ ქსელში.
"გული გაჩერდა, სული შეიძრა, ჩემი მაგარი მოცეკვავე კაცი... გელოდებოდი ტრადიციულად რეპეტიციაზე და არ მოხვედი" - წერს ცეკვის სტუდია, სადაც ლაზაზე ცეკვაზე დადიოდა.