თეგებით ძიება

"არახამიასა და გარკვეულ ჯგუფს ინტერესი აქვს, განვითარდეს რევოლუციური პროცესი" - გია ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი რადას ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებას ეხმაურება.

"პარლამენტში არიან შეძლებული ადამიანები, ბიზნესიდან მოსული ადამიანები, რომლებსაც შესაძლებლობაც აქვთ, მათ შორის, უცხოეთშიც იქონიოს ანგარიში. ასეთი რამდენია და ვინ არის, არ ვიცი, მაგრამ ამაში დასაძრახი არაფერია. გამოვრიცხავ ისეთ მონაცემებს, რომელიც აქვს არახამიასა და არ აქვს უფრო კომპეტენტურ სტრუქტურებს.

თუ მკითხავთ, აბა რა ინტერესი აქვს არახამიას, კიდევ ერთხელ დავადასტურებ, რომ მას და ადამიანების გარკვეულ ჯგუფს ინტერესი აქვს საქართველოში განვითარდეს რევოლუციური პროცესი და ამან ყველაფერმა მიგვიყვანოს ქაოსამდე, ცვლილებამდე, დესტაბილიზაციამდე და საბოლოო ჯამში, მეორე ფრონტის გახსნის იდეა დღის წესრიგიდან არ მოხსნილა. ამას თუ ღიად ლაპარაკობდნენ აქამდე, ახლა შეამჩნიეს, რომ საზოგადოებაში ამას პოპულარობა არ აქვს და შემოვლითი გზით გადაწყვიტეს შემოტევა", - განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, დავით არახამიამ განაცხადა.

"საქართველოს ხელისუფლება რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება. როდესაც ეს ინფორმაცია ამერიკისთვის გახდა ხელმისაწვდომი ქართველი ჩინოვნიკებისგან მოვისმინეთ რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება. მაგრამ დროთა განმავლობაში სულ უფრო და უფრო ჩნდება ობიექტური ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს ჩემს სიტყვებს. საზღვარგარეთ ტრანზაქციების შესახებ მონაცემები და საქართველოდან ბევრი დეპუტატისა და მინისტრის ანგარიშები მალე უფრო ხელმისაწვდომი გახდება. და, რა თქმა უნდა, ცნობილი გახდება ივანიშვილი კადრებზე, რომელიც ძალიან ღრმად არის ჩართული ტერორიზმის დამფინანსებელი ქვეყნის დასახმარებლად სანქციების გვერდის ავლაში“.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა