თეგებით ძიება

"იხურება ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული გადაცემა" - "ბაიასთან" ეთერში აღარ გავა

პროდიუსერი, ბექა მაისურაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას. რომ გადაცემა "ბაიასთან" იხურება.

"მეგობრებო და არამეგობრებო, ახალი ამბავი მაქვს!
გამომდინარე იქიდან, რომ ამ სატელევიზიო სეზონის ბოლოდან, ტელეკომპანია "ფორმულაზე" იხურება ჩემი მოკრძალებული აზრით, სატელევიზიო სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული გადაცემა "ბაიასთან" - Baiastan რომლის პროდიუსერიც გახლდით, მინდა გითხრათ რომ, შეგიძლიათ მომმართოთ, როგორც უმუშევრის სტატუსის მქონე ადამიანს, მაგრამ დიდი წვლილი შეიტანოთ ამ სტატუსის შეცვლაში.
ძალიან ბევრი რამე მეხერხება
შეგიძლიათ შემეხმიანოთ პირად მიმოწერაში!
მადლობა", - წერს ბექა მაისურაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა