ირაკლი ღარიბაშვილის ჩამნაცვლებელი სახელდება - ვისზე შეაჩერა არჩევანი ივანიშვილმა?
საქართველოს პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილისა და მისი მთავრობის გადადგომის მოთხოვნის ულტიმატუმის ვადა 3 ივლისს იწურება. მმართველ გუნდს სახალხო მოძრაობამ 1-კვირიანი ვადა მისცა მხოლოდ.
საერთო სახალხო მოძრაობის ულტიმატუმს "ქართული ოცნების" კატეგორიული უარით პასუხობს, თუმცა, როგორც "მთავარი არხი" ავრცელებს კულუარულ ინფორმაციას, პარტიის დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრის ჩამნაცვლებელს ეძებს. სახელდება ორი კანდიდატურა, ვიცე-პრემიერი დავითაშვილი და ოლიგარქის ადვოკატი ვიქტორ ყიფიანი, რომელიც ივანიშვილის განსაკუთრებული ნდობით სარგებლობს.