"თუ ის გემი არ მოვიდოდა, ვერც სანქცია იმოქმედებდა" - პაპუაშვილი ბათუმში სანქცირებულ ტვირთზე
პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ბათუმის პორტში შესულ გემზე საუბრობს, რომელიც სანქცირებულ რუსულ ნავთოპროდუქტს ატარებდა.
"ეს ტვირთი არ მოხვდა ბათუმში და არანაირი ნებართვა არ ჰქონდა ამ ტვირთს ბათუმში მოხვედრის. აქაც საკმაოდ ნათლად იქნა გაცემული გუშინ პასუხი სხვადასხვა უწყების მხრიდან. საქართველოში ტვირთების შემოსვლა როცა ხდება ზღვიდან არის ორდონიანი პროცედურა, პირველი, არის გემთან დაკავშირებით, შეუძლია თუ არა გემს შევიდეს პორტში და ამ დროს ხდება შემოწმება გემი ხომ არ არის სანქცირებული და გემი არ იყო სანქცირებული და შევიდა, მეორე ეტაპი არის გემიდან ტვირთის განბაჟების ან გადმოტანის ნაწილი სადაც ასევე ხდება შემოწმება ხომ არ არის სანქცირებული ტვირთი ზედ, ამ მეორე ეტაპზე როცა მოხდა შემოწმება აღმოჩნდა კიდევაც რომ იყო სანქცირებული და გემი გაბრუნდა უკან. [...] თუ ის გემი არ მოვიდოდა ვერც სანქცია ვერ იმოქმედებდა", - თქვა პაპუაშვილმა.