თეგებით ძიება

"ბავშვის გასეირნების ეშინია, იმიტომ რომ აგრესიული ძაღლები არიან ქუჩაში და ვერაფერს უხერხებს" – ვახო დემურია

სოციალური ქსელის ერთ–ერთი მომხმარებელი, ვახო დემურია, ფეისბუქ–ჯგუფში "ქალაქის პრობლემები" პოსტს აქვეყნებს:

"აგრესიული მაწანწალა ძაღლების თემაზე მინდა დავფიქსირდე, ალბათ ბევრჯერ განხილულა ეს თემა ჯგუფში მაგრამ დავამატებ ერთ პოსტს
გუშინ მოვდიოდი ღამე უბრალოდ შუა ქუჩაში, ჩემთვის ტროტუარზე, არც არანაირი პროვოცირება მომიხდენია არც არაფერი დამიშავებია. 7 ძაღლი გამომეკიდა ერთდროულად ყეფით, ადგილზე დავრჩი და ჩანთა მოვიხსენი და 10-15 წამში უკან გაიქცნენ უბრალოდ. კარგი მე ავიტან ამას, ვინმე რომ გაქცეულიყო, შეშინებოდა ან რავიცი კიდე რა, საერთოდ არ არის გამორიცხული რომ დაეკბინათ.
ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი ვისაც პრობლემა აქვს, მეგობარი ცხოვრობს გლდანულაში მაგალითად და ბავშვის გასეირნების ეშინია, იმიტომ რომ აგრესიული ძაღლები არიან ქუჩაში და ვერაფერს უხერხებს. "ცხოველების დამცველები" აქეთ ეკამათებიან და ბრალს დებენ
მონიტორინგში დავრეკე მაინც, სადაც ტრადიციულად მითხრეს რომ ჯგუფს უნდა დავხვდე, კონკრეტულად ვანახო ძაღლები და მტკიცებულება რომ აგრესიას იჩენენ. ანუ, ან ვიდეო მტკიცებულება უნდა მქონდეს, ან უშუალოდ მონიტორინგის წარმომადგენლის დაგლეჯვა უნდა ცადონ, ან თათის ანაბეჭდები წარვუდგინო, არ ვიცი. სანამ უშუალოდ ვინმეს არ დაგლეჯენ, ეტყობა პრობლემა არ იჭრება.
არ ვიცი აქედან გამოსავალი რა არის", – წერს ვახო დემურია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა