"დადიოდა და ბიძინა ივანიშვილს სიბინძურეებს უყვებოდა, რასაც შემდეგ ბიძინა ჩვენ გვიზიარებდა" - გედევან ფოფხაძე ირაკლი კობახიძეზე
"ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი გედევან ფოფხაძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც ყოფილ თანაგუნდელებს „ნასედკები“ უწოდა.
"კარგავენ თავიანთ ამომრჩევლებს. იმ ხალხს, რომლებმაც შექმნა 2012 წლის 1-ლი ოქტომბერი. მათთვის პრინციპული არის, რომ ყველა, ვინც ვიყავით 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის შემოქმედები, ყველა გაგვაიგივონ „ნაციონალურ მოძრაობასთან“. ყოფილა მისი მხრიდან თავდასხმები ჩვენთან მიმართებით, მაგრამ არა პირდაპირ. დადიოდა და ბიძინა ივანიშვილს სიბინძურეებს უყვებოდა, რასაც შემდეგ ბიძინა ჩვენ გვიზიარებდა - მოვიდა ირაკლი და თქვენზე ცუდი რაღაცები მომიყვაო. ამის იქით მისი საქმიანობა არ მიდიოდა“ - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.