"ვიღაცამ გადაღუნა და მისი გასწორება დაავიწყდა" - მაქარაშვილი რიჟვაძეს პასუხობს
სამოქალაქო აქტივისტი, გიგა მაქარაშვილი აჭარის მთავრობის ხელმძღვანელს, თორნიკე რიჟვაძეს პასუხობს, რომელმაც "ლიბერასტები" უწოდა ყველას, ვინც ტექნიკური მთავრობის დაკომპლექტების მომხრეა.
"გული მწყდება, რომ ასეთი შესაძლებლობების მქონე რეგიონს ასეთი ადამიანი მართავს. ცუდია, რომ ვიღაცამ ვინც გადაღუნა, მერე გასწორება დაავიწყდა ალბათ მისი. ძალიან გაუჭირდა ქართულ ოცნებას მესიჯბოქსის დალაგება რამდენიმე დღე, ვეღარ მიხვდნენ რა გააკეთონ, ყველა ხერხი სცადეს. ფაქტია, რომ მათი ბრაზი ამით კიდევ მატულობს, რაც ძალიან არ აწყობთ და ბოლოს მოიფიქრეს, რომ მოდი შევაშინოთ, ან ცოტა უფრო მაღალი თანამდებობის პირებმა ილაპარაკონ აგრესიული ტონით. ბატონებო, არაფერი აღარ გიშველით, თქვენი საქმე წასულია. ბატონო თორნიკე, გირჩევნიათ მშვიდად, წყნარად დატოვოთ თანამდებობა და გადააბაროთ ეს მნიშვნელოვანი პოსტი, იმ ადამიანებს ვისაც შეუძლიათ აჭარა კიდევ უფრო ლამაზი გახადონ " - ამბობს გიგა მაქარაშვილი