თეგებით ძიება

"ქართული ოცნების” ლიდერებთან ყველა თემაზე ვთანხმდებით, გარდა ერთისა - დიმიტრი ხუნდაძის პირველი კომენტარი

"ქართული ოცნების” დატოვების შემდეგ, დიმიტრი ხუნდაძე პირველ კომენტარს აკეთებს და პარტიის დატოვების მიზეზებს განმარტავს.

რგორც მედიასთან აცხადებს ხუნდაძე, პარტიის ლიდერებთან,პრაქტიკულად, ყველა თემაზე თანხმდებოდა, გარდა ერთისა:

“ჩავთვალე საჭიროდ, რომ ამ ეტაპზე ეს გადაწყვეტილება იყო მისაღები, ჩვენ “ქართულ ოცნებასთან”, ლიდერებთან, თითოეულ წევრთან არავითარი ღირებულებითი აზრთა სხვადასხვაობა არ გვაქვს, პრაქტიკულად ყველა თემაში ვთანხმდებით, გარდა ერთისა, ვერ ვთანხმდებით იმაზე, რა დოზით უნდა მიეწოდოს საზოგადოებას სიმართლე და ინფორმირებული უნდა იყოს მეტად თუ არა. რა თქმა უნდა, საზოგადოებამ უნდა იცოდეს მეტი, დღეს მათი როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ რეალობაში. ამიტომ საკითხები, რომელიც არის საჯარო პოლიტიკის და ზოგჯერ არის საკითხები, რომელიც კულისებში იხილება, მე ვფიქრობ საზოგადოებამ მეტი უნდა იცოდეს, ვიდრე დღეს იცის. ჩვენი მიზანი იქნება შესრულებული, ჩვენ ვიქნებით საზოგადოებასთან ყველაზე ახლოს. ის ინფორმაცია რაც მათ დღეს არ აქვთ, ამ ინფორმაციას ეტაპობრივად მიიღებენ ჩვენგან,” – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ და მიხეილ ყაველაშვილმა "ქართული ოცნება" დატოვეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა