თეგებით ძიება

ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების გამო, ზუგდიდში "ქართული ოცნების" საჯარო მოხელეები თანამდებობას ტოვებენ

ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება - ზუგდიდში, "ქართული ოცნების" საჯარო მოხელეები თანამდებობას ტოვებენ. "მთავარი არხის" ინფორმაციით, მიზეზი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან ნარკოტიკული თრობაზე დადებითი პასუხი ხდება.

არხის ცნობით, შემოწმების შედეგად, რომელიც 1 თვის ინტერვალში საჯარო მოხელეებს ჩაუტარდათ, ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება დაუდასტურდა 10 სოფლის რწმუნებულსა და ზუგდიდის ა(ა)იპ -ის თანამშრომლებს.

ირკვევა, რომ ახლა "ქართული ოცნება" რეპუტაციის გადარჩენაზეა ორიენტირებული და საჯარო მოხელეებს, რომლებსაც ნარკოტიკური ნივთიერების მოხმარება დაუდასტურდათ, თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადებების საკუთარი ნებით დაწერას მოსთხოვეს. განცხადებებში "ოცნების" წევრები სამსახურიდან გათავისუფლებაზე სხვადსხვა მიზეზებს ასახელებენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა