თეგებით ძიება

„ყვავებს გამოეყვნენ ქორები“ - რას ამბობს რომან გოცირიძე?

ენმ-ს დეპუტატი რომან გოცირიძე სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძისა და მიხეილ ყაველაშვილის მიერ პარტიისა და საპარლამენტო თანამდებობების დატოვებას ეხმაურება.

"ქართულ ოცნებას“ გამოეყო კიდევ უფრო ანტიდასავლური ნაწილი. იქნება თავდასხმები ევროპელ პოლიტიკოსებზე, უფრო რადიკალური ნაბიჯები იქნება გადადგმული. ფარდის ამხდელები არიან, რა ფარდაც ვერ ახადა და ვერ გაბედა ღარიბაშვილმა, მის საქმეს გააკეთებენ ისინი, ყვავებს გამოეყვნენ ქორები. ესენი იქნებიან პარლამენტში ბიძინას ხმა. რასაც ფიქრობს ბიძინა იმას გაახმოვანებს ეს ჯგუფი. საქმეს საბოლოო ჯამში იქამდე მიიყვანენ, რომ ბოლომდე ჩამოხსნიან ნიღაბს ივანიშვილს და დააჩქარებენ მის სანქცირებას“, - აცხადებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა