2012 წელს ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეებს მეფედ არ უკურთხებიათ - ნიკა მელია
"2012 წელს ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეებს მეფედ არ უკურთხებიათ და არც კომუნისტური პარტია 2-ის განმეორება არ სურთ" - ამის შესახებ განცხადება "ტვ პირველის" ეთერში კოალიცია "ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ გააკეთა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შეფასებით, წლების განმავლობაში "ცხოვრებამ ბევრი ადამიანი გალახა, უიმედობის მორევში გადააგო", თუმცა ნიკა მელიას განმარტებით, ადამიანებს ცვლილებების რწმენა დაუბრუნდათ.
2012 წელს ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეებს მეფედ არ უკურთხებიათ და არც კომუნისტური პარტია 2-ის განმეორება არ სურთ. ამ ადამიანმა ეს ჩათვალა. ცხოვრებამ ბევრი ადამიანი გალახა, უიმედობის მორევში გადააგო. ყველაზე დიდი ძალისხმევა უკანასკნელი თვეების განმავლობაში დასჭირდა ადამიანებში რწმენის გაღვივებას, თუმცა რწმენის გაზრდას დღითიდღე ვგრძნობდი", - ამბობს ნიკა მელია.