თეგებით ძიება

სუბარის, ყაველაშვილის და ხუნდაძის სახით "ალტ-ინფოს" საპარლამენტო ჯგუფი შეიქმნა - პაატა მანჯგალაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატის, პაატა მანჯგალაძის თქმით, სუბარის, ყაველაშვილის და ხუნდაძის სახით "ალტ-ინფოს" საპარლამენტო ჯგუფი შეიქმნა.

"ყველაფერს თავის სახელი უნდა დავარქვათ, რომ მოვლენები შევაფასოთ. ეს ჯგუფი ზუსტად იმ შავრაზმული შინაარსის მატარებელი გახდება, რასაც "ალტ - ინფო" აკეთებს პარლამენტს გარეთ, "ალტ- ინფოს" საპარლამეტო ჯგუფი შეიქმნა საქართველოს პარლამენტში. მათი მიზანი ის კი არ არის დააჩქაროს საქართველოს ევროინტეგრაცია ან გააკრიტიკოს „ქართული ოცნება“ მისი პოლიტიკის გამო - არა, „ქართულ ოცნებაზე“ უფრო მეტად უნდა ამხილოს ევროპა, ეს არის მათი მიზანი და ამას გააკეთებენ ყველანაირი თვითცენზურის გარეშე,"- განაცხადა მანჯგალაძემ.

ცნობისათვის, სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ და მიხეილ ყაველაშვილმა "ქართული ოცნება" გუშინ დატოვეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა