თეგებით ძიება

"46. ყველაზე საინტერესო დაბადების დღე ცხოვრებაში. საჩუქრად ველი..." - რა სურს ნიკა გვარამიას?

პატიმრობაში მყოფი "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია დღეს 46 წლის გახდა. იუბილესთან დაკავშირებით, გვარამია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და იმ საჩუქარს ასახელებს, რისი მიღებაც სურს.

"46.
ყველაზე საინტერესო დაბადების დღე ცხოვრებაში.
დიდი მადლობა მოლოცვებისთვის ყველას, განსაკუთრებით ჩემს შვილს გიკოს და ჩემს გუნდს - მთავარ არხს.
PS საჩუქრად ველი ჩემს ნაცვლად 3 ივლისის აქციაზე მისვლას .
მადლობა წინასწარ", - წერს ფეისბუქზე ნიკა გვარამია.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლაშა ჩხიკვაძემ ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. განაჩენი მიმდინარე წლის 16 მაისს გამოცხადდა. გვარამია დამნაშავედ ცნეს ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში. ის სასამართლო დარბაზშივე დააპატიმრეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა