თეგებით ძიება

"კაი ამბავი გითხრათ? - უკრაინელებმა დაიბრუნეს 144 მებრძოლი!" - ნიკო მიქაია

სამოქალაქო აქტივისტი, ნიკო მიქაია, რომელიც უკრაინის ომის ამბებს აქტიურად აშუქებს, ომში მყოფი ქვეყნის მებრძოლებზე პოზიტიურ ინფორაციას ავრცელებს.

"კაი ამბავი გითხრათ?
კაი გეტყვით!
დღეს შედგა ყველაზე დიდი ტყვეთა გაცვლა უკრაინა-მორდორს შორის! უკრაინელებმა დაიბრუნეს 144 მებრძოლი! 95 მათგანი აზოვსტალის მცველია, მათ შორის 43 აზოველი! ყველაზე უფროსი 65 წლისაა, უმცროსი კი 19-ის!", -წერს მიქაია ფეისბუქზე.

ცნობისთვის,ქალაქ მარიუპოლში, მეტალურგიულ ქარხანა "აზოვსტალის" ტერიტორიაზე განლაგებული "აზოვის" მებრძოლები 80-დღიანი წინააღმდეგობის შემდეგ, რუს ოკუპანტებს ჩაბარდნენ. ისინი ტყვეობაში თვეზე მეტია იმყოფებიან. მთლიანობაში, რუსეთის ტყვეობაში, სულ მცირე, 1000 ჯარისკაცია, აზოვსტალში მებრძოლების ჩათვლით.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა