თეგებით ძიება

"ერთი კვირის სამყოფი ბომბი რომ თავზე დაგვაცალოს რუსეთმა, არავის აძლევს ხეირს, გარდა თავად რუსეთისა, რომლის მოსახლეობაც სახლდება ჩვენს ქალაქებში" - ვის უნდა ომი?

ფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკიძე საქართველოს ომში ჩათრევის საკიტხსა და რუსეთთან შდარებით დასავლეთის უპირატესობებზე სოციალურ ქსელში წერს.

"ძვირფასებო, დასავლეთი ომში ჩართვას არ გვთხოვს. რუსეთს ჩვენს უძირო ცაზე (გინაც ცა-ფირუზზე) ხუთი გადაფრენა ეყოფა, რომ საქართველო აღარ იყოს, რადგან ისრაელის თავდაცვა რომ გვქონდეს, მაშინაც კი, კრებითი სუბარუებით ომს შევძლებთ კი არა, უწყინარი, მშვიდობიანი, რუტინული, პატარიკა რეფორმების აწევა რომ სჭირდება, აი მაგ კანდიდატის სტატუსს ვერ ქაჩავს მთავრობა. ჯერ როგორ არ უნდა შეგრცხვეს, რეფორმების ფუსფუსს თავი ვერ მოაბა და მიზეზად ბებიის გარდაცვალება, ლიფტში გაჭედვა და ომის საფრთხე მოიმიზეზო. ხოდა კიდევ, 2008-ში სამ დღეში შეჩერდა ომი სწორედ დასავლეთის დახმარებით, რადგან ამჟამად, ჩვენი ზომა-წონის და შეიარაღების ქვეყანას რუსეთის ერთი თვე შეკავებაც კი არ შეუძლია. ერთი კვირის სამყოფი ბომბი რომ თავზე დაგვაცალოს რუსეთმა, აი ეგ არავის არაფერ ხეირს აძლევს, გარდა თავად რუსეთისა, რომლის მოსახლეობაც შეუპოვრად მოიწევს და სახლდება ჩვენს ქალაქებში. ასე რომ არავის აქვს აქ არანაირი აყალმაყალის ინტერესი, გარდა რუსეთისა და ისიც ისე შეჭირვებულია ფინანსურად უკვე, რომ ურჩევნია თავად დავხოცოთ ერთმანეთი, მისი ხარჯის გარეშე. ხოდა რომ არ დავხოცოთ ერთმანეთი, დეპოლარიზდით თქვე გამოთაყვანებულებოო, ამიტომ გვეხვეწება ეს გადაქანცული დასავლეთი. ასევე, დასავლეთს, რომ ვეხვეწოთ, ომი გვინდაო, ვერც იარაღს მოგვცემს, უკრაინაში იმხელა ფინანსური ხარჯი აქვს, კიდევ ჩვენ ვაკლივართ. ჯერ მხოლოდ მაკრონს უსმინეთ, სიხარულით გააჩერებდა ომს უკრაინაშიც, ისე ეშლება ნერვები, ჭარბი მოვალეობები რომ გაუჩნდა და კრუასანის ჭამა უგვიანდება დილაობით. ახალი ფრონტი უნდა კიდევ? მოკლედ, მატყუარებს ნუ მოუსმენთ. ომი რომ არ გვქონდეს, შიმშილი რომ მორჩეს და უკეთესი განათლება და მედიცინა გვქონდეს, ამიტომ გვინდა დასავლეთი. ხო, ხო, ანგარებით გვინდა დასავლეთი, ხოდა წესიერი, აზრიანი მომლაპარაკებლებია საჭირო მთავრობასთან, რომ თავის სკამების კარგვის შიშებს არ გადააყოლოს ქვეყნის, ანუ ჩვენი ყველას შვილების მომავალი", - წერს ფეისბუქზე ნათია ფანჯიკიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა