თეგებით ძიება

"იცოდნენ ვინ უნდა დაეჭირათ და რატომ, მაგრამ არ იციან ვინ დაიჭირეს" - ირინა სარიშვილი გვარამიას

ყოფილი პარლამენტარი, ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში პატიმრობაში მყოფ "მთავარი არხის" გენდირექტორს, ნიკა გვარამიას დაბადების დღეს ულოცავს.

"იცოდნენ ვინ უნდა დაეჭირათ და რატომ, მაგრამ არ იციან ვინ დაიჭირეს.
დაბადების დღეს გილოცავ, ნიკა!", - წერს ირინა სარიშვილი.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლაშა ჩხიკვაძემ ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. განაჩენი მიმდინარე წლის 16 მაისს გამოცხადდა. გვარამია დამნაშავედ ცნეს ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში. ის სასამართლო დარბაზშივე დააპატიმრეს.


"იცოდნენ ვინ უნდა დაეჭირათ და რატომ, მაგრამ არ იციან ვინ დაიჭირეს" - ირინა სარიშვილი გვარამიას


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა