თეგებით ძიება

“ესენი არიან “ტროიკა” – დივანი და ორი სავარძელი” - გოცირიძე “ოცნებიდან” წასულებზე

ენმ-ს დეპუტატი რომან გოცირიძე სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძისა და მიხეილ ყაველაშვილის მიერ პარტიისა და საპარლამენტო თანამდებობების დატოვებას ეხმაურება.

"ესენი არიან “ტროიკა”, პირდაპირ ეს სიტყვა შეეფერება, სამეული, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, დივანი და ორი სავარძელი. ამათი განცხადება იყო ლუსტრაცია ბიძინა ივანიშვილის და ქართული ოცნების პოლიტიკის. არ უნდათ ევროპაში შესვლა, არ უნდათ კანდიდატის სტატუსის მიღება, ვინაიდან სტატუსს მოჰყვება ვალდებულებები, ვალდებულებებს მოჰყვება მათი ძალაუფლების დაკარგვა", - განაცხადა გოცირიძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა