თეგებით ძიება

რუსეთია ის, ვინც ცდილობს თქვენი ენის მოკვლას, ვინც შეურაცხყო თქვენი ეკლესიები - კელი დეგნანი

საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ქართველ ხალხს მიმართა. ელჩის თქმით, ქართველების მეგობრები ამერიკა და ევროპა არიან.

"შეერთებული შტატები და ევროპა ვაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია იმისთვის, რომ დავეხმაროთ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და გავაგრძელებთ ამის გაკეთებას. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, ქართველებს ახსოვდეთ, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, რუსეთია ის, ვინც ცდილობს თქვენი ენის მოკვლას, სწორედ რუსეთია ის, ვინც შეურაცხყო თქვენი ეკლესიები ცხოველების სადგომად მათი გამოყენებით", - განაცხადა დეგნანმა.

მისი თქმით, საქართველოს მეგობრები შეერთებულ შტატებსა და ევროპაში არიან.

„თუ არსებობს რაიმე კითხვები, თუ რას ნიშნავს რუსეთის მეგობრობა საქართველოსთვის, მაშინ უბრალოდ უნდა შეხედოთ ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლს, რომ დაინახოთ. თქვენი მეგობრები შეერთებულ შტატებსა და ევროპაში არიან. ეს არის გზა საქართველოს მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობისკენ,“- აღნიშნა ელჩმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა